Thursday, November 26, 2009

”ქარი”

პროექტის სახელი: "ქ ა რ ი"
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ ქარის წარმოშობის ისტორიას, როგორ ხდება ცივი და თბილი ჰაერის მასების გადაადგილება, რა მოვლენა იწვევს ქარის წარმოქმნას,გაეცნობიან ქარის თვისებებს,რა მოხდებოდა დედამიწაზე ქარი რომ არ ყოფილიყო.
პროექტის სრული აღწერა : მოსწავლეები განიხილავენ სიტყვა ”ქარს”, გაშლიან სხვადასხვა კუთხით - ”ქარი”, როგორც სიკეთის მომტანი მოვლენა: მცენარეთა დამტვერვა და გამრავლება, ჰაერის ცივი და თბილი მასების გადაადგილება, ელექტროენერგიის მიღება, წისქვილის დოლაბის დატრიალება და ”ქარი” როგორც ზიანის მომტანი(ქარბორბალა, ტორნადო) . განიხილავენ ბგერის გავრცელებას ქარში, როგორ ისმის ექო, თურმე,სულაც არ არის ის მავნე მოვლენა, როგორც საზოგადოდ არის ცნობილი. როგორ წარმოიქმნება ძალა, რომელიც იწვევს ბუნებრივი მოვლენის - ქარის წარმოქმნას, გაეცნობიან სხვადასხვა პრაქტიკულ მაგალითებს და დარწმუნდებიან იმაში, რომ ქარს ზიანთან ერთად ბევრი სიკეთის მოტანაც შეუძლია. პარალელურად შეგვიძლია შევასწავლოთ ანა კალანდაძის ულამაზესი ლექსი ”ქარი ქრის”. ბავშვები გაეცნობიან ამ ლექსის დაწერის ისტორია,იმსჯელებენ თემაზე - რომ არ ყოფილიყო ქარი, რა მოხდებოდა სამყაროში. ასევე მოიძიებენ ინფორმაციას, როგორ ხდება ცივი და თბილი ჰაერის მასების შეხვედრა სივრცეში, აღმოაჩენენ იმ ჰარმონიას, რომელიც უნდა მოჰყვეს ამ მოვლენას.
მოსწავლეთა ასაკი: 7 - 8 წელი. პირველი და მეორე კლასი
პროექტის ხანგრძლივობა: ორი -სამი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ, როგორ ხდება წყლის აორთქლება ზღვებიდან და მდინარეებიდან, როგორ ადის მაღლა, როგორ გადაადგილდება, როგორ აწვება ცივი ჰაერი თბილი ჰაერის მასებს ,როგორ მიმ დინარეობს ქარის წარმოქმნის პროცესი
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ფოტოალბომს, შეასრულებენ ნახატებს, სლაიდ-შოუს, იფიქრებენ იმაზე, რომ რაც შეიძლება დიდი სიკეთე და სარგებლობა მიიღონ ქარისგან, თუ როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ქარის მოვლენა ცხოვრებაში ადამიანის საკეთილდღეოდ
სარგებელი სხვებისათვის - ამ მასალით შეუძლიათ ისარგებლონ გეოგრაფიის , ბუნების
და მათემატიკის მასწავლებლებმა.
სამუშაო ენა: ქართული
კავშირი: გეოგრაფია, მითოლოგია, მათემატიკა.
პროექტის ფასილიტატორის სახელი და გვარი: თამარ ნათაძე, 187-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tnatadze187@gmail.com
პროექტის ვებ.გვერდი: http://tnatadze187.blogspot.com